Sunday, December 15, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
The verb "to be"
მასწავლებლის სახელი და გვარი
მარი ხითარიშვილი
სწავლებლის საფეხური
საბაზო. მე-6 კლ.
მოსწავლეთა პროფილი
5 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
The present continuous- ის ფორმის გაცნობა. დაკვირვების ანალიზის გაკეთება
წინასწარი ცოდნა
პირის ნაცვალსახელები, მარტივი წინდებულებები, რიცხვი
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი, დაფა, ცარცი, რვეული კალამი
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
დრო 45 წთ. ორგანიზაციულ საკითხები 2 წთ. შევდივარ კლასში ვესალმები და ვიძახებ სიას.
დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას და ვსვავ კლასში შეკითხვას ცოდნის რეალიზების მიზნით.  გავლილი მასალის გამოკითხვა  და საშინაო დავალების შემოწმება  20 წუთი
ახალი სიტყვების გამოკითხვა 3 წუთი
ვიწყებთ ახალი გაკეთილის პრეზენტაციას. წინადადება რომლის მოქმედება ხდება ახლა, საუბრის მომენტში იწარმოება  to be აწმყო ფორმებისაგან და მთავარი ზმნის ing-იანი ფორმისაგან. მოვიყვან მაგალითები: i am doing my homework. He is watching TV. ....... ვისწავლეთ სიტყვა სიგნალები: now, at the moment. მოსწავლეები ადგენენ მაგალითებს ამ სიტყვების გამოყენებით. დაეთმობა 5 წუთი.
ამოვირჩევთ რომელიმე ზმნას და ვაუღლებ თხრობით პირში დაფაზე  შემდეგ ვუხსნი ბავშვებს როგორ უნდა ვაწარმოოთ კითხვით და უარყოფითი ფორმები: დამხმარე ზმნები am, is, are. კითხვით ფორმის დროს გადადის თავში ხოლო უარყოფითი ფორმის დროს ემატენა not ნაწილაკი. დაეთმობა 5 წუთი
 შემდეგ მივცემ სხვა ზმნას რომელსაც ბავშვები დამოუკიდებლად აუღლებენ რვეულებში 4წუთი
ამ დავალების შემოწმება 2 წუთი
ვაძლევ წიგნიდან და სამუშაო რვეულიდან შესაბამის სავარჯიშოებს საშინაო დავალებად ასევე ტექსტს გადასათარგმნად. დაეთმობა 2 წუთი
მოკლედ ვაჯამებ გაკვეთილს და ვსვამ კითხვებს ახალი ცოდნის გაღრმავებისათვის.
როგორ მოქმედებას გამოხატავს the present continuous tense?
როგორ უნდა ვაწარმოოთ კითხვითი და უარყოფითი ფორმები?დაეთმობა 2 წუთი.


No comments:

Post a Comment