Sunday, December 15, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
The verb "to be"
მასწავლებლის სახელი და გვარი
მარი ხითარიშვილი
სწავლებლის საფეხური
საბაზო. მე-6 კლ.
მოსწავლეთა პროფილი
5 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
The present continuous- ის ფორმის გაცნობა. დაკვირვების ანალიზის გაკეთება
წინასწარი ცოდნა
პირის ნაცვალსახელები, მარტივი წინდებულებები, რიცხვი
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი, დაფა, ცარცი, რვეული კალამი
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
დრო 45 წთ. ორგანიზაციულ საკითხები 2 წთ. შევდივარ კლასში ვესალმები და ვიძახებ სიას.
დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას და ვსვავ კლასში შეკითხვას ცოდნის რეალიზების მიზნით.  გავლილი მასალის გამოკითხვა  და საშინაო დავალების შემოწმება  20 წუთი
ახალი სიტყვების გამოკითხვა 3 წუთი
ვიწყებთ ახალი გაკეთილის პრეზენტაციას. წინადადება რომლის მოქმედება ხდება ახლა, საუბრის მომენტში იწარმოება  to be აწმყო ფორმებისაგან და მთავარი ზმნის ing-იანი ფორმისაგან. მოვიყვან მაგალითები: i am doing my homework. He is watching TV. ....... ვისწავლეთ სიტყვა სიგნალები: now, at the moment. მოსწავლეები ადგენენ მაგალითებს ამ სიტყვების გამოყენებით. დაეთმობა 5 წუთი.
ამოვირჩევთ რომელიმე ზმნას და ვაუღლებ თხრობით პირში დაფაზე  შემდეგ ვუხსნი ბავშვებს როგორ უნდა ვაწარმოოთ კითხვით და უარყოფითი ფორმები: დამხმარე ზმნები am, is, are. კითხვით ფორმის დროს გადადის თავში ხოლო უარყოფითი ფორმის დროს ემატენა not ნაწილაკი. დაეთმობა 5 წუთი
 შემდეგ მივცემ სხვა ზმნას რომელსაც ბავშვები დამოუკიდებლად აუღლებენ რვეულებში 4წუთი
ამ დავალების შემოწმება 2 წუთი
ვაძლევ წიგნიდან და სამუშაო რვეულიდან შესაბამის სავარჯიშოებს საშინაო დავალებად ასევე ტექსტს გადასათარგმნად. დაეთმობა 2 წუთი
მოკლედ ვაჯამებ გაკვეთილს და ვსვამ კითხვებს ახალი ცოდნის გაღრმავებისათვის.
როგორ მოქმედებას გამოხატავს the present continuous tense?
როგორ უნდა ვაწარმოოთ კითხვითი და უარყოფითი ფორმები?დაეთმობა 2 წუთი.


Saturday, December 14, 2013

პროექტი

  1. პროექტის სახელი:                         სკოლის საგნები. 

  2. პროექტის მოკლე არწერა:რისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი თითოეული საგნისცოდნა.
  3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თუნდაც მათ მიერ არჩეული საგნის შესახებ.თუ რაში გვჭირდება ბოტანიკა,ისტორია,უცხოენა და ..გამართავენ დისკუსიებს და დაამუშავებენ და შეაფასებენ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას,გაუკეთებენ ანალიზს.მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა საგნებთან ისტ ინტეგრირებული სასკოლო კურსის შესახებ საჭიროა თუ არა,ეფექტურია ეს ინტეგრაცია?
  4. მონაწილეთა ასაკი:12–13წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვარის შედგენა საგნების ,მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,დისკუსიის გამართვა აღნიშნული საგანთან დაკავშირებით, მოძიებული მასალის ანალიზი ,დებატები,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.მოსწავლეები შეიძენენ ახალ ცოდნას და უნარჩვევებს,რომელთა განვითარებასაც მომავალში დამოუკიდებლად შეძლებენ,იმ მიზნით,რომ მოსწავლემ არჩევანი გააკეთოს სწავლების,სპეციალობების ან პროფესიულ საქმიანობებს შორის.
  7. სარგებელი სხვებისთვის:სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა და თვით პედაგოგიური კოლექტივიც უკეთესად შეიცნობენ და საკუთარ ცოდნას შემატებენ ახალ სიახლეებს და შესაძლებლობებს.
  8. სამუშაო ენა:ქართული
  9. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:პარალელური კლასები.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარს ამა თუ იმ საგანში,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში და სხვა.
  11. პროექტის ფასილიტატორი:მარი ხითარიშვილი
  12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:marikhitarishvili1@gmail.com